The Beatles
Username
Password

[Forgot password?]
  •  
ნავიგაცია
ახალი ამბები
საიტის შესახებ
კონტაქტი

The Beatles
ისტორია
ქრონოლოგია
+ დისკოგრაფია
ალბომები
სინგლები
DVD/VHS

სოლო
მაკარტნი
ლენონი
ჰარისონი
სტარი
Magical mystery tour - მოგონებები
The Beatlesახალ DVD დისკზე მოთხრობილია ფილმის Magical Mystery Tour ისტორია.
დისკი, რომელსაც ეწოდება The Beatles - Magical Mystery Tour Memories, უკვე გამოვიდა ბრიტანეთში, აშშ-ში კი გამოვა 29 სექტემბერს.
მასში დეტალურად არის მოთხრობილი 1967 წლის გადაღებებზე. ფილმში არის ინტერვიუები ცნობილ ადამიანებთან და აქამდე უცნობი 8 მილიმეტრიანი ფირის ნაწყვეტებიც.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
Admin თარიღი: September 23 2008 00:33:52 · 0 კომენტარი · 38 წაკითხვა · ამობეჭდვა
პიტ ბესტი არ ნანობს
The Beatlesპიტ ბესტს არ სურს საუბარი იმაზე, თუ რა იქნებოდა, თუკი იგი დარჩებოდა ჯგუფში.
გადის 46 წელი, რაც ბრაიან ეპსტაინმა მას უთხრა, რომ მან უნდა დატოვოს ჯგუფი და პიტი მოგზაურობს საკუთარ ჯგუფთან Pete Best Band ერთად. ამასთან, მისივე თქმით, თუკი იგი შეხვდება პოლ მაკარტნის, არც კი ჰკითხავს ”მითხარი, რატომ?”.
Admin თარიღი: September 23 2008 00:26:42 · მეტის წაკითხვა · 0 კომენტარი · 32 წაკითხვა · ამობეჭდვა
უკმაყოფილო მწერლები
ჯონ ლენონიროკ მუსიკაზე ცნობილი წიგნების ავტორი ფილი ნორმანი გაოგნებულია, რომ იოკო ონომ არ მისცა უფლება, გამოეცა 800 გვერდიანი წიგნი, რომელსაც ეწოდება ”ცხოვრება”. იოკოს თქმით, ეს წიგნი საშუალო დონის არის. წარსულში იოკომ უკვე გადახედა მის წიგნს - ეს იყო 1981 წელს გამოცემული - Shout! The Beatles In Their Generation.
ნორმანის თქმით - ”საბოლოოდ, მას უბრალოდ არ მოეწონა წიგნის განწყობა. ამან გამაოცა, ეს წიგნი ისეა დაწერილი, როგორც ვწერდი წარსულში ჯონზე”.
ამ წიგნისათვის იგი სპეციალურად გაესაუბრა იოკოს და მრავალი ინტერვიუ შეაგროვა. ეს არის ლენონის ყველაზე ვრცელი ბიოგრაფია - უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში. წიგნში ნორმანი ასევე ესაუბრება მაკარტნის, აწ გარდაცვლილ ნილ ესპინოლს, შონ ლენონს და ჯონთან დაკავშირებულ სხვა ადამიანებთან.
Admin თარიღი: September 20 2008 01:53:35 · ამობეჭდვა
ბიტლზის სტუდიური მუსიკოსი ვერ დაესწრება მაკარტნის კონცერტს
პოლ მაკარტნიმაიკლ გოულდი იცნობდა ბიტლზს მაშინ, როდესაც იგი იქცა ყველაზე დიდ ჯგუფად მსოფლიოში. რამდენიმე წლის შემდეგ იგი მოხვდა სტუდიაში მათთან ერთად და უკრავდა საყვირზე რამდენიმე ცნობილ სიმღერაში. მაგრამ ტელ-ავივში დაგეგმილ კონცერტზე იგი ვერ მოხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში ცხოვრობს. მისი თქმით, მას ამის მატერიალური საშუალება არ აქვს.
Admin თარიღი: September 20 2008 01:47:32 · ამობეჭდვა
დოკუმენტური ფილმი Love-ის შესახებ
The Beatlesბითლზის ალბომის LOVE მიხედვით Cirque du Soleil-ს მიერ დადგმული შოუს მიმომხილველი დოკუმენტური ფილმი ნაჩვენება იქნება ახალი კინოს 37ე ფესტივალზე, 8-19 ოქტომბერს. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იქნება ინტერვიუები ჯგუფის დარჩენილ ორ წევრთან და გარდაცვლილი ჯორჯისა და ჯონის ქვრივებთან, ასევე ჯორჯ და ჯაილს მარტინებთან, რომლებიც მუშაობდნენ ალბომზე Love.
Admin თარიღი: September 03 2008 07:45:10 · ამობეჭდვა
შესვლა
სახელი

პაროლი



დაგავიწყდა პაროლი?
გამოიწერე ახალი here.
2008 - The Beatles in georgian
[Powered by PHP-Fusion © 2003-2007] [Theme Area69] [810 -ჯერ არის მონახულებული ეს გვერდი]